გაკვეთილის გეგმა

სწავლების საფეხური/კლასი
საბაზო / VII
გაკვეთილის  თემა
ვერტიკალური და მოსაზღვრე კუთხეები
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლე შესძლებს უცნობი კუთხის გამოთვლას.დაამყარებს კავშირს ვერტიკალურ და მოსაზღვრე კუთხეებს  შორის.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მათ. VII.9. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა, მათი სახეობების შედარება და კლასიფიცირება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      აყალიბებს მიმართებებს (მაგალითად, ზოგადობა-კერძოობა) ფიგურათა სახეობებს შორის;
·      ასახელებს ფიგურას მისი ნიშან-თვისებების მიხედვით, მსჯელობს ფიგურის ამოსაცნობად მათი საკმარისობის/არასაკმარისობის შესახებ.
მათ. VII.10. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ობიექტების წარმოდგენა ამოცანის კონტექსტის შესაბამისად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      აგებს დასმული ამოცანის შესაბამის ნახაზს და ადეკვატურად იყენებს ასოით აღნიშვნებს;
·      გამოსახავს ბრტყელ ფიგურებს ისე, რომ მათი თანაკვეთა/გაერთიანება იყოს მითითებული ფორმის ან თვისებების მქონე ფიგურა.

წინასწარი ცოდნა
კუთხე. კუთხის თვისებები.მათი კლასიფიკაცია ზომების მიხედვით.
შეფასების საგანი და პროცედურები
გამოყენებული იქნება განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება. შეფასდება ფაქტობრივი ცოდნა , მსჯელობა, პრობლემის გადაჭრის გზის მოძებნის უნარი.(შესაბამისი რუბრიკების გაამოყენებით)
სასწავლო გარემო და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო, ცარცი, დაფა, სახაზავი , პროექტორი, კალამი, ფანქარი.


გაკვეთილის მსვლელობა
1.საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.  2წთ
2.საშინაო დავალების შემოწმება.  3წთ
 3.გაკვეთილის თემის გაცნობამდე მასწავლებელი ააქტიურებს  წინა ცოდნას კითხვებით:   5წთ
რა არის  კუთხე?
როგორ  კუთხეებს ვიცნობთ?
რას უდრის ბლაგვი, მართი და მახვილი კუთხის გრადუსული ზომები?
რა არის გაშლილი კუთხე ?
4.მინი ლექცია :  ვერტიკალური და მოსაზღვრე კუთხეების  ცნების,  მათი ზომებს შორის თანაფარდობების გაცნობა სლაიდების მეშვეობით. 10 წთ
5. სიღრმისეული წვდომა: ვიყენებთ აზრების წრეს , მოსწავლეები ასახელებენ სხვადასხვა ზომის კუთხეებს . შემდეგ თითოეულ  შემთხვევაში ასახელებენ მოცემული კუთხის მოსაზღვრე და ვერტიკალური კუთხის ზომებს.ააგებენ შესაბამის გრაფიკულ გამოსახულებას.  15წთ
6. შეჯამება: ვიყენებთ დაკარგული სიტყვის მეთოდს პროექტორის დახმარებით. რათა შემოწმდეს როგორ აითვისეს მოსწავლეებმა თემა.http://learningapps.org/1116031  5წთ
7. შეფასება რა ვიცოდი, რა ვისწავლე?  3წთ
8. დავალება კომენტარით.  2წთ

დიფერენცირებული სწავლება
სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლე არ ირიცხება.

No comments:

Post a Comment