პროექტის სახელწოდება: როგორი გვინდა იყოს ჩვენი სკოლის ეზო
პროექტის მთავარი იდეა: ცხოვრებისეული
პრობლემების
გადასაჭრელად
მათემატიკაში
მიღებული
ცოდნის
გემოყენება
.ჯგუფური
მუშაობის,
სამუშაოს
ორგანიზების
უნარის
განვითარებაში
ხელშეწყობა.
პროექტის აქტუალობა: სკოლის ეზო მოუვლელი და მოუწესრიგებელია, მესერი დაზიანებულია
, განადგურებულია
მწვანე
საფარი,
სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი უმეტესად დაზიანებულია. მოსწავლეები შეეცდებიან დათვალონ მათ შესაკეთებლად /აღსადგენად საჭირო თანხები.
პროექტის მიზნები: მოიპოვოს დასმული ამოცანის
ამოსახსნელად
საჭირო მონაცემები.
აირჩიოს და გამოიყენოს მონაცემთა შეგროვების შესაფერისი საშუალება (დაკვირვება, გაზომვა, მონაცემთა მოპოვება სხვადასხვა წყაროებიდან).
მონაწილეთა ასაკი: 15-16 წწ
ვადები /ხანგრძლივობა: ორი კვირა
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გაზომავენ სავალი ნაჭილის, გაზონის ადგილის ფართობებს, გაზომავენ მესერის პერიმეტრს. თითოეულ შემთხვევაში დაითვლიან მათ შესაკეთებლად ან/და აღსადგენად საჭირო თანხებს.
პროექტისათვის საჭირო რესურსები: სიგრძის საზომი ხელსაწყოები, თაბახის ფურცლები, კალკულატორი, კომპიუტერი, მონიტორი.
პროექტის მსვლელობა: კლასი დაიყოფა სამ ჯგუფად:
I ჯგუფს
ეძლევა
დავალება
გაზომოს
სკოლის
ეზოს
პერიმეტრი,
დაეთვალა რამდენი რკინის ძელი და რამდენი
მეტრი
მავთულბადე
სჭირდება
მის
შემოღობვას.ამის შემდგომ მოიძიონ ინფორმაცია მოცემული მასალის ღირებულების შესახებ და დათვალონ საჭირო თანხა.
II ჯგუფს
ეძლევა
დავალება
გაზომოს
ეზოს
იმ
ნაწილის
ფართობი
, რომელიც
უნდა
დაიფაროს
მწვანე
საფარით,
მოიძიონ
ინფორმაცია
თუ
რა
ღირს
1 კვადრატული
მეტრი
ბალახის
საფარი
და
დათვალონ
მის
მოსაპირკეთებლად საჭირო თანხა.
III ჯგუფს დაევალა გაეზომა ტროტუარების ფართობები სკოლის ეზოში, გაეგოთ ასფალტის ფასი და გამოეთვალათ რა თანხა სჭირდება აღნიშნული პრობლემის მოგვარებას.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მათ. X11. მოსწავლეს შეუძლია ობიექტთა ზომებისა და ობიექტთა შორის მანძილების მოძებნა.
მათ.X13.
მოსწავლეს
შეუძლია
ამოცანის
ამოსახსნელად
საჭირო
თვისობრივი
და
რაოდენობრივი
მონაცემების
მოპოვება.
მათ. X14. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა მოწესრიგება და წარმოდგენა ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.
პროექტის ხელმძღვანელი: ეკატერინე
ჭინჭარაშვილი
(მათემატიკის
პედაგოგი)
.
No comments:
Post a Comment